ქართული ანბანით მორთული ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში ივლის
ქართული ანბანით მორთული ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში ივლის

A+ A-

14:21 27/11/2019

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით მორთული ტრამვაი იმოძრავებს. ეს უკავშირდება იმას, რომ საქართველო დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით მორთული ტრამვაი, 6 თვის მანძილზე, იმოძრავებს.

დღეს, ქართული ანბანით მორთული ტრამვაით, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, იმგზავრებენ. დღის მეორე ნახევარში, ღონისძიების ფარგლებში, იგეგმება შეხვედრები ევროსაბჭოში , ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლაც. დავით ზალკალიანი იმ აქცენტებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრებს, რომლებიც საქართველომ შეარჩია თავმჯდომარეობის პერიოდში საქმიანობის განსახორციელებლად.

წყარო: რუსთავი 2