ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს, აშშ-თან ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება - თორნიკე შარაშენიძე
ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს, აშშ-თან ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება - თორნიკე შარაშენიძე

A+ A-

14:32 28/11/2019

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “2020NEWS”-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს გუშინდელი განცხადების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორები“ სხვა თვალით შეხედავენ“.

გუშინ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “SWOT ანალიზი“ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკის ორგანიზაციები დევალვაციას განიცდიან. მისივე თქმით, ეს პროცესი შესაძლოა, აშშ-სადმი სრულ უნდობლობაში  გადაიზარდოს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშილს სტრატეგიული პატრნიორები ასეთ განცხადებას არ აპატიებენ. ექსპერტი საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაფუჭებასაც პროგნოზირებს.

“ბიძინა ივანიშვილი ვიღაცებმა შეცდომაში შეიყვანეს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი განცხადება საქართველოში და აშშ-ში სერიოზულ შეცდომად შეფასდება. ვფიქრობ, ამ განცხადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში სხვა თვალით შეხედავენ. ძალიან მაინტერესებს, რომელი კვლევა არის აცდენილი რეალობას?! “ქართული ოცნება“ ამომრჩეველს კარგავს, რაც კვლევების გარეშეც ცხადია.

ვფიქრობ, ივანიშვილი საკუთარმა გარემოცვამ შეცდომაში შეიყვანა, ამერიკასთან ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ “ოცნების“ ლიდერი კონგრესს ღია წერილით მიმართავს, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

კითხვაზე აშანტაჟებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ფარულად ამერიკის შეერთებულ შტატებს? თორნიკე შარაშენიძე გვპასუხობს, რომ ივანიშილი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ ამერიკას არ დაემუქროს.

შეგახსენებთ, გუშინ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “SWOT ანალიზში“ შეაფასა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე