სააკაშვილი რევოლუციას ვეღარ მოაწყობს, მისმა მატარებელმა ჩაიარა - მიხეილ ცაგარელი
სააკაშვილი რევოლუციას ვეღარ მოაწყობს, მისმა მატარებელმა ჩაიარა - მიხეილ ცაგარელი

A+ A-

16:53 28/11/2019

თხის წელიწადში დაბადებული მშვილდოსნის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმატებული წელი წარსულს ჩაბარდა.

როგორც „2020NEWS“ - ს ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა, სააკაშვილმა ის შანსები, რომელიც ვარსკვლავებმა მისცეს, ვერ გამოიყენა.

„მიხეილ სააკაშვილმა 2019 წლის შანსები დაკარგა. იმ პერსპექტივებს, რომელიც ამ წელს ჰქონდა, კიდევ ცხრა წელი უნდა ელოდოს. ამიტომაც ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, რომ წლის ბოლომდე რაღაც მოახდინონ. უნდათ, ქვეყანაში სიტუაცია შეცვალონ, მერე კი ქვეყანა ისევ გაყიდონ და ფული იშოვონ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილმა აგვისტოს ომის დროს გაყიდა ჩვენი ქვეყანა. მანამდე კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და წინასწარ მოამზადა გასაყიდად. კოდორის დაკარგვისთვის ამერიკიდან ძალიან დიდი კონტრიბუცია მიიღო, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში, მის ჯიბეში წავიდა. ამიტომ ის ცდილობს, წლის ბოლომდე რაღაცას მიაღწოს. ვარსკვლავების კეთილგანწყობის მიუხედავად, შორს ვეღარ წავა. აქამდე უნდა გაეკეთებინა რამე. წლის ბოლომდე რევოლუციას ვერ მოაწყობს. მომავალ წელს კი - ვარსკვლავები ისეთივე წარმატებას არ ჰპირდებიან, როგორც წელს ჰქონდა. ვფიქრობ, სააკაშვილის მატარებელმა ჩაიარა“,- განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „2020NEWS“-თან საუბარში.