ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რომში საპროტესტო აქცია გაიმართა (ვიდეო)
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რომში საპროტესტო აქცია გაიმართა (ვიდეო)

A+ A-

15:32 29/11/2019

იტალიის დედაქალაქში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქცია რომში, რუსეთის საელჩოსთან გაიმართა, სადაც იტალიაში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

შეგახსნენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ხოლო 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ. 19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.