გვიშვლეთ, ვიხოცებით, დავიღალეთ წამებული ცხოვრებით - წერილი ოკუ­პი­რე­ბული ახალ­გორ­იდან
გვიშვლეთ, ვიხოცებით, დავიღალეთ წამებული ცხოვრებით - წერილი ოკუ­პი­რე­ბული ახალ­გორ­იდან

A+ A-

13:21 30/11/2019

პარ­ტია „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს წე­რილს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ოკუ­პი­რე­ბულ ახალ­გორ­ში მცხოვ­რებლებს ეკუთ­ვნით, რომ­ლე­ბიც იქ არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე წე­რენ:

"ვაქ­ვეყ­ნებ წე­რილს, რო­მე­ლიც სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოა! მთხო­ვეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბა და­ვიც­ვა ავ­ტო­რის  უსაფრ­თხო­ე­ბის გამო.

"მივ­მარ­თავთ და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს ეკა ბე­სე­ლი­ას, თქვენ მა­ინც მი­აწ­ვდი­ნეთ ჩვე­ნი ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მთავ­რო­ბას!

რაც, სო­ფელ ჩორ­ჩა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რემ ბლოკპოს­ტი გა­ა­კე­თა, მას შემ­დეგ ოსებ­მა გა­და­კე­ტეს სა­ზღვა­რი და არა­ვის აღარ უშ­ვე­ბენ. ახალ­გორ­სა და რა­ი­ო­ნის ყვე­ლა სო­ფელ­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

1500-ზე მეტი მო­სახ­ლეა ჩარ­ჩე­ნი­ლი და ფა­ქტობ­რი­ვად, მძევ­ლად ჰყავს ოსურ მხა­რეს. არა აქვთ ოსუ­რი ანუ რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც პენ­სია აქვთ და არც სხვა რა­ი­მე დახ­მა­რე­ბა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად და­მო­კი­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ ქარ­თულ პენ­სი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ და­ხა­მა­რე­ბა­ზე. 3 თვეა არა­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით არ უსარ­გებ­ლია. არც პუ­რის, არც შე­ში­სა და არც წამ­ლის ფული არა აქვთ. და­დი­ან მშივ­რე­ბი და გა­ყი­ნუ­ლე­ბი და ალ­ბათ ნელ-ნელა ყვე­ლა და­ი­ხო­ცე­ბა.

არის ოჯა­ხი, სა­დაც ერთი მო­ხუ­ცია დარ­ჩე­ნი­ლი. არი­ან ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლებ­საც მომ­ვლე­ლიც კი არა­ვინ ჰყავთ. ასე­ვე, არი­ან ჩარ­ჩე­ნი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სწავ­ლა შე­უ­წყდათ, რად­გან სა­ზღვარ­ზე არ მის­ცეს გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა. ასო­ბით ოჯა­ხი გა­ი­ყო და გა­იხ­ლი­ჩა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმა­რი იქეთ და პი­რი­ქით. ენატ­რე­ბათ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. არი­ან უმ­ძი­მე­სი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უ­წყდათ მკურ­ნა­ლო­ბა და იტან­ჯე­ბი­ან ტკი­ვი­ლე­ბის­გან...

პრო­დუქ­ტი ცხინ­ვა­ლი­დან ჩა­მო­დის და იმ­დე­ნად ძვი­რია, რომ გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი და გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი ხალ­ხი ვერც ყი­დუ­ლობს და ფაქ­ტი­უ­რად შიმ­ში­ლო­ბენ. სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბაც კი არ არ­სე­ბობს.

გვიშ­ვე­ლეთ რამე, სა­ნამ ხალ­ხი დარ­დის­გან, შიმ­ში­ლის­გან, ავად­მყო­ფო­ბის­გან და სი­ცი­ვის­გან არ დავ­ხო­ცილ­ვართ! გთხოვთ, ეს წე­რი­ლი გა­და­უგ­ზავ­ნეთ ყვე­ლას, ვის­თა­ნაც ხმა მი­გიწ­ვდე­ბათ, აქე­დან ჩვე­ნი ხმა არა­ვის ეს­მის..

მივ­მარ­თავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მთავ­რო­ბას, ვინ­მეს გაქვთ ჩვე­ნი დარ­დი? ჩვენ არ ვართ ქარ­თვე­ლე­ბი? ჩვენ არ ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი? თუ მოგ­ვი­ძუ­ლეთ და გაგ­ვწი­რეთ, ესეც ვი­ცო­დეთ და სას­წა­უ­ლის იმე­დი მა­ინც აღარ გვექ­ნე­ბა.

გვიშ­ვე­ლეთ, სა­ნამ სული გვიდ­გას, ვი­ხო­ცე­ბით... და­ვი­ღა­ლეთ წა­მე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით" - წე­რენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეკა ბე­სე­ლი­ა­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში.

ცნობისთვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის გზა 4 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­კე­ტა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, სამი თვეა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბლო­კა­და­ში არი­ან.