ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდა - დაიბადა ბერუკა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდა - დაიბადა ბერუკა ივანიშვილი

A+ A-

13:37 30/11/2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდა.

ბერა ივანიშვილს და  ნანუკა გუდავაძეს ვაჟი შეეძინათ.

ბერამ ვაჟს საკუთარი სახელი დაარქვა.

 შეგახსენებთ, წყვილმა გასულ წელს იქორწინა.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი შარშან 11 ნოემბერს, სვეტიცხოველში დაიწერეს.

ცნობისთვის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი აქამდე ბრაზილიაში იმყოფებოდა.

ეგზოტიკური ქვეყანაში გამგზავრების მიზეზი კი შემდეგი იყო, მუსიკოსმა საკუთარი დანაზოგიდან , ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად, 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხა.