ოპოზიციამ იცის, რომ “ოცნება“ დათმობას არ აპირებს, „ოცნებამ“ იცის, რომ ოპოზიციამ ეს  იცის და დიპკორპუსი რას აპირებს? - თორნიკე შარაშენიძე
ოპოზიციამ იცის, რომ “ოცნება“ დათმობას არ აპირებს, „ოცნებამ“ იცის, რომ ოპოზიციამ ეს  იცის და დიპკორპუსი რას აპირებს? - თორნიკე შარაშენიძე

A+ A-

18:02 30/11/2019

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შარაძენიძის განცხადებით, გასაგებია მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოზიციები, თუმცა, მისთვის გაუგებარია რა აპირებს ამ დროს დიპკორპუსი.

“ოცნება“ არაფრის დათმობას არ აპირებს. ოპოზიციამ იცის, რომ “ოცნება“ არაფრის დათმობას არ აპირებს. “ოცნებამ“ იცის, რომ ოპოზიციამ ეს იცის. ოპოზიციამ იცის, რომ “ოცნებამ“ იცის, რომ ოპოზიციამ იცის და ა.შ. ჰოდა, დიპკორპუსი რას აპირებს?“, - წერს თორნიკე შარაშენიძე.

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო.

შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს აქციის ორგანიზატორებს.

ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.