ათას ჩათლახობაზე მოაწერეთ ხელი “ქოცებთან“, ახლა გგონიათ, რომ ხელისუფლებაში ბრუნდებით, გირჩევთ-ტონს დაუწიოთ! - კილაძე
ათას ჩათლახობაზე მოაწერეთ ხელი “ქოცებთან“, ახლა გგონიათ, რომ ხელისუფლებაში ბრუნდებით, გირჩევთ-ტონს დაუწიოთ! - კილაძე

A+ A-

15:58 01/12/2019

“2013 წლის მარტია,ჩემთან ბიზნესმენი ლაშა მინდელი მოდის-მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ფულს ახევს !(ცოტას არა,15 მილიონს)- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, “ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე წერს. 

კილაძის განცხადებით, ის პირველი იყო რომელმაც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

“ოცნების ხელისუფლების გაზაფხულია-2013 წლის მარტი. ჩემთან ბიზნესმენი ლაშა მინდელი მოდის-მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ფულს ახევს !(ცოტას არა,15 მილიონს) არჩევანი მარტივია-ან ჩუმდები და ხმას არ იღებ, ან ბრძოლას იწყებ ! პირველი ვიყავი ამ ქვეყანაში, ვინც ქოცების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, პ ი რ ვ ე ლ ი !!! ეს ის პერიოდია, როცა „რუსთავი 2“ ჩემზე დაყრდნობით უსვამს კითხვებს ბიძინა ივანიშვილს და ისიც ყველა პრესკონფერენციაზე მინიმუმ ათჯერ მაინც მახსენებს !(ამ დროს ხალხისთვის ბიძინა ღმერთია) რატომ უნდა მოვხსნათ ნაცვლიშვილი, იმიტომ რომ ელისო კილაძეს უნდა ასეო,-ამ ფრაზას ამბობს საჯაროდ! მაინც მოხსნა, იმიტომ რომ უკან არ დავიხიეთ! ხოდა, მე ეს გზა ავირჩიე (შემეძლო არ ამერჩია, არც კავშირები მქონდა საძებნი, ფულსაც მივიღებდი და თანამდებობასაც, არც შვილს დამიჭერდნენ და მშვიდადაც ვიცხოვრებდი), ავირჩიე და დღემდე მოვდივარ !!! ჰოდა, იმ ხალხს, სახლიდან ცხვირს რომ გარეთ ვერ ყოფდით, საკუთარი ლანდის გეშინოდათ, ათას გარიგებაზე და ჩათლახობაზე მოაწერეთ ხელი ქოცებთან, ახლა კი გგონიათ, რომ ხელისუფლებაში ბრუნდებით, გირჩევთ-ტონს დაუწიეთ !!!!

p.s.ბალასტი რომ კომფორტული პარტნიორი იყო თქვენთვის და ანტრიკოტაც, გასაგებია! მშვენივრად თანაარსებობდით! დანარჩენს გზადაგზა დავწერ-განმეორება არასოდესაა გვიანი!“, -წერს კილაძე სოციალურ ქსელში.