MYMARKET-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება უკვე გაეშვა
MYMARKET-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება უკვე გაეშვა

A+ A-

12:29 01/12/2019

MYMARKET ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში, რომელსაც ყოველთვიურად 900,000 უნიკალური მომხმარებელი ყავს და განთავსებულია 100,000-ზე მეტი ნივთი თუ მომსახურება. Mymarket 16 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ქმნიდა ქართულ E-Commerce-ს.

განახლებაზე მუშაობა 2019 წლის თებერვალში დაიწყო და წინ მრავალთვიანი კვლევები უძღოდა, რომლის მთავარი კითხვა იყო: როგორ გავხადოთ MYMARKET უფრო საშენო? 240 დღიანი უწყვეტი მუშაობისა და 2 თვიანი ბეტა ტესტირების შემდგომ, სრულად განახლდა საიტის დესკტოპ ვერსია.

განახლდა მთავარი გვერდი, რომელიც ყველა მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე იცვლება, დაიხვეწა და უფრო დაჭკვიანდა ძებნა, სადაც ემოჯითაც კია შესაძლებელია ნივთის ან მომსახურების პოვნა. დაემატა საშენო ფასის შეთავაზების მოდული, რაც როგორც გამყიდველს, ასევე მყიდველს უმარტივებს შოპინგის პროცესს. დაიხვეწა განცხადების დამატება, გახდა უფრო მარტივი და კომფორტული. დაემატა Draft-ის ავტომატური შენახვა, რისი დახმარებითაც შეწყვეტილი განცხადების დამატების გაგრძელბაა შესაძლებელი. გაუმჯობესდა მრავალი პატარა დეტალი, რომელმაც MYMARKET უფრო საშენო გახადა.

დეკემბრის პირველ კვირაში, დაიწყება საიტის მობილური ვერსიის ბეტა ტესტირება, 2020-ში კი მეორადი ნივთების სახლში მიტანასთან ერთად, განვადების გაკეთებაც იქნება შესაძლებელი საიტიდან გაუსვლელად.

განახლება MY.GE-ს ბრენდის პლატფორმისა და ახალი სტრატეგიის შედეგია, რომლის მთავარი დაპირებაა: პერსონალური გამოცდილების შექმნა ყოველთვიურად 2,2 მილიონი ვიზიტორისთვის, რათა მარტივად ნახო საშენო!

MY.GE - მარტივად ნახე საშენო.