მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საახალწლოდ მორთო
მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საახალწლოდ მორთო

A+ A-

13:21 02/12/2019

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი სოციალურ ქსელში საახალწლოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეოს ავრცელებს.

„ამერიკის სული“ კაშკაშებს თეთრ სახლში! მოხარული ვარ, გაგიზიაროთ პატრიოტიზმის ეს ლამაზი გამოფენა და ასევე ბედნიერი ვარ, რომ ყველას შეგიძლიათ, საშობაო სეზონის სილამაზეს ეზიაროთ“, – წერს მელანია ტრამპი.

ტრამპები შობას უკვე მესამე წელიწადია, რაც თეთრ სახლში აღნიშნავენ. სადღესასწაულო მორთულობაში ამერიკის დროშის შესაბამისი ორნამენტები დომინირებს. თეთრი სახლის მორთვაში უამრავმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.

დეკემბერში თეთრი სახლი ათობით საზეიმო მიღებას უმასპინძლებს.