ხაზარაძე - აბსურდია, ჯაფარიძე - სისულელეა, წერეთელი - ვერ გავიგე, რა ბრალი მაქვს
ხაზარაძე - აბსურდია, ჯაფარიძე - სისულელეა, წერეთელი - ვერ გავიგე, რა ბრალი მაქვს

A+ A-

13:25 02/12/2019

"თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე გიორგი არევაძის კითხვაზე, სცნობს თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "სრული აბსურდია და არ ეთანხმება".

ასევე ბადრი ჯაფარიძემ ბრალს „ცილისწამება და შეთითხნილი“ უწოდა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს.

"მე ვერ გავიგე რა წარმიდგინეს და რა ბრალი მაქვს, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებ", - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.