ბათუმის ბულვარი საახალწლო აქსესუარებში 352 972 ლარს გადაიხდის
ბათუმის ბულვარი საახალწლო აქსესუარებში 352 972 ლარს გადაიხდის

A+ A-

14:19 02/12/2019

ბათუმის ბულვარი საახალწლოდ სხვადასხვა სახის მანათობელ კონსტრუქციებსა და აქსესუარებს ყიდულობს. ბულვარმა ლამპების, სანათების და ნაძვის ხის ნათურების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ბათუმის ბულვარი, საშობაო ირმებში, დეკორატიულ ანგელოზებში, დეკორატიულ ვარსკვლავებში, დელფინებში, გირლეანდებში, მანათობელ ბაფთებსა და ნაძვის ხის ლითონის კონსტრუქციიებში, მზადაა 352`972.00 ლარი გადაიხადოს.

ბათუმის ბულვარში ამბობენ, რომ ვინაიდან წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბულვარში განთავსდება და მთავარი ლოკაციაც იქ იქნება, განათებების დამატება გახდა საჭირო. გასულ წლებში მხოლოდ ბულვარის ცენტრალური შესასვლელის მორთვა ხდებოდა. ახალი დეკორატიული განათებები ძირითადად შუა ალეაში განთავსდება.

"ბულვარში ასეთი გრანდიოზული სამზადისი პირველადაა. რადგან ადრე ევროპის მოედანზე იმართებოდა ძირითადი ღონისძიებები და ნაძვის ხეც იქ იდგმებოდა, წელს კი ბათუმის ბულვარში გადმოინაცვლა საჭირო გახდა განათებების დამატება. ჩვენ ამ კუთხით მერიას ვეხმარებით. იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა, საჩუქრის ფორმის სანათებით შეიფუთება 25 დეკორატიული ბუჩქი"-ამბობენ ბათუმის ბულვარში.

წყარო: აჭარის მაუწყებლობა