ბელარუსისა და რუსეთის გაერთიანება 50-50%-ზეა - მამუკა არეშიძე
ბელარუსისა და რუსეთის გაერთიანება 50-50%-ზეა - მამუკა არეშიძე

A+ A-

14:53 02/12/2019

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “2020NEWS“ - თან აცხადებს, რომ ბელარუსისა და რუსეთის გაერთიანება მოსალოდნელია, თუმცა აღნიშნულ პროცესს შუა აზიის ქვეყნები არ აყვებიან.

“იმ ფონზე, როცა ვლადიმერ პუტინი მუდმივად აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მე-20 საუკუნის კატასტროფა, სულ არ მიკვირს, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. თავის დროზე დსთ ამისთვის შეიქმნა, მაგრამ ვერ იმუშავა. შეიძლება, ბელარუსისა და რუსეთის კავშირი შედგეს, მაგრამ მეეჭვება, რომ შუა აზიის ქვეყნები ამ სიტუაციას აყვნენ. ბელარუსისა და რუსეთის გაერთიანება 50-50%-ზეა“,- განაცხადა მამუკა არეიძემ.

მედიის ინფორმაციით, 2019 წლის 8 დეკემბრისთვის, ბელარუსი და რუსეთი გეგმავენ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ.

როგორც ბელარუსის ელჩმა რუსეთში, ვლადიმირ სემაშკომ TUT.BY-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ორ ქვეყანას ერთიანი მთავრობა და პარლამენტი ჰყავდეს.