ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა... პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!! - გუგა ქაშიბაძე მშობლებს მიმართავს
ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა... პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!! - გუგა ქაშიბაძე მშობლებს მიმართავს

A+ A-

17:00 02/12/2019

"ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა... პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!!"- ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშაბიძე.

გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით გაფრთხილების შემცველ პოსტებს ხშირად ავრცელებს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს და მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ პიროტექნიკის არასწორ გამოყენებას.

„მივმართავ მშობლებს, პეტარდების ომი უკვე დაიწყო. სჯობს, 20 წუთი დახარჯონ ბავშვებთან სასაუბროდ და აუხსნან, რომ ყველაზე იაფფასიანი პიროტექნიკაც კი გარკვეულ მუხტს შეიცავს და მისი არასწორი მოხმარება სერიოზულ დაზიანებებს იწვევს“, განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის ბავშვმა ასაფეთქებელი ქვაბში ჩააგდო, რის შემდეგაც დამწვრობის ცენტრში მოხვდა.