“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩემთან მოსვლას ვერ ბედავენ - ირაკლი კობახიძე
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩემთან მოსვლას ვერ ბედავენ - ირაკლი კობახიძე

A+ A-

17:24 02/12/2019

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ბავშვებს იფარებს და პარტიის წევრები მასთან მისვლას ვერ ბედავენ". დღეს, 2 დეკემბერს ირაკლი კობახიძეს რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე მისვლისას აქტივისტები ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ. "რამდენიმე ბავშვი იყო შეკრებილი. ვერაფერს ვეტყვით მათ, საყვედურიც არ შემიძლია.

საყვედური უნდა ვუთხრათ „ნაცმოძრაობას“, რომელიც ბავშვებს იფარებს. ისინი არიან კაცები და ქალები და მოვიდნენ და რაც უნდათ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხსაც მიიღებენ ჩემგან, მძიმე და საკადრის პასუხს. ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ ხელში, ტრანსპარანტები მაქვს მხედველობაში", - თქვა ირაკლი კობახიძემპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სასტუმროს შენობაში სირცხვილის კორიდორის გავლით, სტვენისა და შეძახილების ფონზე უკომენტაროდ შევიდა.

ირაკლი კობახიძე სასტუმროში რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციას ესწრება. აქციის მონაწილეების თქმით, ამ რეჟიმში გააგრძელებენ ბრძოლას, მანამ, ხელისუფლება პროპორციული საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს.