ლეონელ მესიმ “ოქროს ბურთი“ მეექვსედ მოიგო
ლეონელ მესიმ “ოქროს ბურთი“ მეექვსედ მოიგო

A+ A-

09:53 03/12/2019

პარიზში 2019 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს კულმინაცია იყო „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოცხადდება.

ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის პრიზი ლიონელ მესიმ მოიგო. „ბარსელონას“ ფორვარდი მეექვსედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ეს აბსოლუტური რეკორდია. არგენტინელს პრიზი შარშანდელმა გამარჯვებულმა, ლუკა მოდრიჩმა გადასცა. გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ვირჯილ ვან დეიკმა, მესამე – კრიშტიანო რონალდომ. მანამდე სხვა ლაურეატები დასახელდნენ:

„იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიგტი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. 2019 წლის საუკეთესო მეკარის პრიზი დაიმსახურა „ლივერპულის“ კარის დარაჯმა ალისონმა. ქალებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამერიკელი მეგან რაპინო. მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი ლუსი ბრონზი, მესამეზე – ამერიკელი ალექს მორგანი.