ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ ახალგაზრდას ისევ ეძებენ
ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ ახალგაზრდას ისევ ეძებენ

A+ A-

10:48 03/12/2019

ჯანდარის ტბაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია „112- ში“, გუშინ, დღის პირველ ნახევარში შევიდა და მას შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინადინარეობს.

სამუშაოებში ჩართულია, როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. მაშველები და მყვინთავები ტბაში ნავით არიან შესულები. სამძებრო ოპერაციებში დრონებიც ჩართეს.

ადგილზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრები. მათ მთელი ღამე მაშველებთან ერთად ტბის მიმდებარედ გაათენეს.

შეგახსენებთ, რომ 21 და 27 წლის მამაკაცები დილით ნავით ტბაში შევიდნენ და დინებამ წაიღო.