მესის შვილი ვან დეიკის ძმისშვილს მამის გამარჯვებას “ახარბებს“
მესის შვილი ვან დეიკის ძმისშვილს მამის გამარჯვებას “ახარბებს“

A+ A-

13:36 03/12/2019

არგენტინელი ფეხბურთელის, ლეონელ მესის შვილი “ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებაზე, ვირგილ ვან დეიკის ძმისშვილს დასცინს. როგორც ფოტოზე ჩანს, ფეხბურთის ვარსკვლავის შვილი მამის აღიარებით ისეა გახარებული, რომ მეორე ადგილზე გასული ვან დეიკის ძმისშვილს, მამის გამარჯვებას “ახარბებს“.

 შეგახსენებთ, პარიზში 2019 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს კულმინაცია იყო „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოცხადდება. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ პრიზი ლიონელ მესიმ მოიგო. „ბარსელონას“ ფორვარდი მეექვსედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი და  ეს აბსოლუტური რეკორდია. არგენტინელს პრიზი შარშანდელმა გამარჯვებულმა, ლუკა მოდრიჩმა გადასცა.

 გამოკითხვაში მეორე ადგილი ვირჯილ ვან დეიკმა დაიკავა, მესამე – კრიშტიანო რონალდომ.