საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს

A+ A-

15:59 03/12/2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, პეტერ ზაიზენბახერს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ამის შესახებ judoinside წერს.  

ზაიზენბახერი 1999 და 2004 წლებამდე პერიოდში არასრულწლოვან გოგონებთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლდა.

ის ავსტრიის მართლმსაჯულებას წლების განმავლობაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ემალებოდა.  შემდეგ კი ის კიევში დააკავეს და ავსტრიაში ექსტრადირება 2019 წლის სექტემბერში მოხერხდა. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, 59 წლის ბრალდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ზაიზენბახერი 2011-2012 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილი შვიდი წლის წინ, ლონდონში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

წყარო: IMEDINEWS.GE