ყვარელში, ხანძარს ახალგაზრდა ქალიც გარდაიცვალა
ყვარელში, ხანძარს ახალგაზრდა ქალიც გარდაიცვალა

A+ A-

15:42 03/12/2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძარს 30 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც ექიმები ამბობენ, ახალგაზრდა ქალს სხეულის 50 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებოდა და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის შედეგად, 26 ნოემბერს გარდაიცვალა 12 წლის მოზარდი, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღო ოჯახის კიდევ სამმა წევრმა. მათგან ერთი, გარდაცვლილი არასრულწლოვანის დედა, თბილისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.