საქართველო ჰააგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატს „აღმოსავლეთ ევროპის კვოტით“ წარადგენს
საქართველო ჰააგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატს „აღმოსავლეთ ევროპის კვოტით“ წარადგენს

A+ A-

10:47 04/12/2019

2020 წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები გაიმართება. სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო ჰააგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აპირებს.

ეს საკითხი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარე ო-გონ კვონსთან შეხვდრისას განიხილა. მხარეებმა ასამბლეის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობასა და ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრეს.

საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, ვინაიდან გაისად უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიაზე იმყოფება.