“ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა  საბიუჯეტო სახსრების დაბრდღვნასა და პირადი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული“
“ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა  საბიუჯეტო სახსრების დაბრდღვნასა და პირადი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული“

A+ A-

11:27 04/12/2019

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა. შესაბამისად, 2019 წლის ნოემბრში წინა წლის ნოებერთან შედარებით, გაძვირებულია ფასები: ხილზე 30.3%-ით, ბოსტნეულზე 16.2%-ით, რძის პროდუქტებზე 15.4%-ით, ხორცზე 13.1%-ით, პურპროდუქტებზე 11.9 %-ით, ალკოჰოლურ სასმელზე - 15.4%-ით, თამბაქოზე კი - 29.9%-ით.

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ მთვარობის ეკონომიკური პოლიტიკა ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს, ამიტომ ექსპერტი ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

“ფასების ზრდა ლარის კურსის მკვეთრმა გაუფასურებამ განაპირობა. იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ დასტაბილურდება და ინფლაციის დონე 3%-მდე არ ჩამოვა, ლარი არ გამყარდება. ასეთ პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მონატერული პოლიტიკა გამყარდეს და  მთავრობამ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა შეაჩეროს.

მთავრობის არაგონივრული ეკონომიკური პოლიტიკა ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა არის ორიენტირებული არა ეკონომიკურ სარგებელზე, არამედ საბიუჯეტო სახსრების დაბრდღვნასა და პირადი სარგებლის მიღებაზე“,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა, ნოემბერში კი 7%-მდე გაიზარდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე