გამარჯობა მაინც ისწავლე, გოგონი - "სახელისუფლებო" ექსპერტმა ხელისუფლების მინისტრს "დაარტყა"
გამარჯობა მაინც ისწავლე, გოგონი - "სახელისუფლებო" ექსპერტმა ხელისუფლების მინისტრს "დაარტყა"

A+ A-

13:50 04/12/2019

"ჯანდაცვის მინისტრს თავი რატომ ჰგონია ქვეყნის პირველი პირი? სერგეენკო გაუშვა და ეგ მოიყვანო, მაგრად ტეხავს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, "ქართული ოცნების" მიმართ კეთილგანწყობილი ექპერტი ირაკლი ლატარია წერს.

ირაკლი ლატარია, ახალ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს საუბრის მანერასა და მიდგომებს უწუნებს.

„ჯანდაცვის მინისტრს თავი რატომ ჰგონია ქვეყნის პირველი პირი? რანაირი საუბარი აქვს, რანაირი მიდგომები, მაგას თავი მართლა „თავისით მიაღწიე მინისტრი“ ხომ არ ჰგონია? სერგეენკო გაუშვა და ეგ მოიყვანო, მაგრად ტეხავს!!! გამარჯობა მაინც ისწავლე გოგონი" - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარია.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკო 18 ივნისს შეცვალა. ეკატერინე ტიკარაძე, ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი და კომპანია „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომლის შემადგენლობაში შედის საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფო.