მიკროავტობუსების ბიზნესში კალაძეს საკუთარი კომპანიის ჩაკვეხება უნდა - ხაბეიშვილი
მიკროავტობუსების  ბიზნესში  კალაძეს საკუთარი კომპანიის ჩაკვეხება უნდა - ხაბეიშვილი

A+ A-

15:45 04/12/2019

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა  მიკროავტობუსების  ჩანაცვლების გეგმაზე, “2020NEWS“-თან განაცხადა, რომ ამ ბიზნესში კახა კალაძეს საკუთარი კომპანია შემოყვანა სურს. მისივე თქმით კალაძე ფულის გარეშე არაფერს აკეთებს. ხაბეიშვილის აზრით, დედაქალაქის მერმა თბილისში არსებული ჯერ სხვა პრობლემები უნდა მოაგვაროს და შემდეგ მიხედოს მიკროავტობუსების პრობლემას.

“ძირითადად, მერიის ხელმძღვანელობა მხოლოდ სიტყვებს აბრახუნებს და შემდეგ, ვხედავთ, რომ არაფერი კეთდება. ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციაც 4 თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღესაც არ დამთავრებულა და როდის დასრულდება კიდევ არავინ იცის. შესაბამისად, ერთია რას ამბობენ და მეორეა, რას აკეთებენ. ვიდრე, კალაძე საზოგადოებრივი  ტრანსპორტის პრობლემას არ მოაგვარებს, სხვა რამეზე ლაპარაკი ზედმეტია. საინტერესოა ამ “მარშუტკებს“ რა ალტერნატივას სთავაზობს? იგივეს უკეთებს მიკროავტობუსებს, რაც ტაქსებს გაუკეთა - ათობით ადამიანი ლუკმა-პურის გარეშე დატოვა.

რომ, მიახტა იმ პრობლემებს, რომელსაც ვერ აგვარებს, ჯერ ის გააკეთოს, რაც დაწყებული აქვს. ამიტომ სჯობს,  საქმეს კომპლექსურად და ადეკვატურად შეხედოს, რომელსაც მთავრობის სხდომაზე ლამაზად მოყვება ხოლმე. სადღეგრძელოებით რომ ამბობს,  მშენებლობები არ იქნებაო, მაგრამ აღმოჩნდება, რომ კორპუს აშენებს. ახლაც, ლაპარაკობს, რომ მარშუკტები ჩასანაცვლებელიაო. თუმცა, როდის რას გააკეთებს, არავინ არაფერი იცის. ამიტომ სჯობს,  მეტ ლაპარაკს, საქმეზე ორიენტირებული იყოს. მიკროავტობუსების ბიზნესში თუ, საკუთარი ბიზნესის ჩაკვეხება უნდა, ეს სხვა საკითხია. ყოველშემთხვევაში, სამშენებლო ბიზნესში რომ არიან კალაძე და წულაია, ხომ ყველა ვხედავთ. ახლა შესაძლოა, მიკროავტობუსების ბიზნესში, საკუთარი კომპანია შემოიყვანოს და ა.შ. ფაქტია, რომ კალაძე ფულის გარეშე არაფერს აკეთებბს“, - განუცხადა ხაბეიშვილმა „2020NEWS“-ს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე კი აცხადებს, მიკროავტობუსების პრობლემა წინა ხელისუფლებიდან დაილექა. მისი თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

„ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა კომპანიასთან და ერთი კვირაა მხოლოდ მათ პრობლემებს ვისმენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ის დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ, ჩვენამდე, მერიის არცერთმა მენეჯმენტმა არ ისურვა და სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემები, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას დამატებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების ხარჯები არის უკვე ჩვენს პერიოდში გადასაწყვეტი. გასაგებია მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები წინა მენეჯმენტის პირობებში. არ იქნებოდა პოპულარული, თუმცა პრობლემა, რომელსაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, არსად გაქრება, უფრო დამძიმებული სახით დაბრუნდება, როდესაც მოითხოვს გადაწყვეტას. სწორედ ეს პერიოდია ახლა. ამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. თქვენი მოცემული ვადიდან კიდევ ერთი კვირა მაქვს დარჩენილი. ამ ერთ კვირას ძალიან ეფექტურად გამოვიყენებ და პირობას გაძლევთ, რომ წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: კომპანიასთან უთანხმოება მაქვს გარკვეულ საკითხებში. კომპანია როდესაც აცხადებს, რომ ის ასეული მილიონობით ლარის ზარალზე არის, მე ამას ვარქმევ იმას, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი, რაც ბიზნესის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი და სასურველი, ამას სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები არის იმის საპირწონე, რაც აქვს მას ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსები კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად, ერთ კვირის თავზე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას“, - განაცხადა  ხმალაძემ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროავტობუსების კომპანიაში ფინანსური კრიზისი არ უკვირს. როგორც ხაბეიშვილმა “2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, ამის მიზეზი საწვავის გაზრდაა, ხოლო მგზავრობის საფასური იგივე დარჩა.

“ფინანსური კრიზისი, რომ არის არ მიკვირს. როდესაც საწვავი 1,6 თეთრი ღირდა, მიკროავტობუსების მგზავრობის ფასი 0.8 თეთრი იყო და დღეს, როდესაც ბენზინი 2,6 თეთრი გახდა, საფასური იგივე დარჩა  მგზავრობის ღირებულება. სიტუაცია  ამ მდგომარეობამდე  მიიყვანა კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“. სამწუხაროდ, ერთადერთი ალტენრნატივა არის საფასურის გაძვირება. თუ  მგზავრობის ღირებულებას არ აძვირებ, შესაბამისად, კომპანია ვალებში  წავა. ამ მდომარეობამდე ვინ მიიყვანა კომპანია? ძალიან მარტივია პასუხი - “ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიტიკამ. ნაცვლად იმისა, რომ საწვავი გაიაფებულიყო, ერთი  ლარით გაძირდა. ამიტომ,  პასუხისნმგებლობა იმაზე, რომ კომპანია გაკოტრდა და მძიმე მდგომარეობაშია, “ოცნების“ ეკისრება“, - განუცხადა ხაბეიშვილმა სააგენტოს.

უნდა გაძვირდეს თუ არა მიკროავტობუსების საფასური, ხაბეიშვილი ასე გვპასუხობს. “ამ გაჭირვებულ ქალაქში საფასურის გაზრდის მომხრე როგორ შეიძება ვიყო? რა სისულელეა. მე რატომ უნდა ვიფიქრო კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანაზე? იფიქროს კალაძემ, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო“.

შეგახსენებთ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერის მოადგილემ , ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მიკროავტობუსების კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება და ერთი კვირის თავზე წარმოადგენს  ჩანაცვლების გეგმას.