სომხეთის ყოფილ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი შესაძლოა, ციხის გისოსებში აღმოჩნდეს
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი შესაძლოა, ციხის გისოსებში აღმოჩნდეს

A+ A-

11:11 05/12/2019

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს მილიონ დოლარზე მეტი თანხის გაფლანგვაში ედება  ბრალი. აღნიშნულ ინფორმაციას, “რადიო თავისუფლების“  აზერბაიჯანის ბიურო ავრცელებს.

გამომცემლობის ინფორმაციით, სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილ პრეზიდენტს,  სერჟ სარგსიანს ბრალიუკვე  წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 38-179-ე მუხლის მე -3 ნაწილის 1-ლი ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხის მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს.  

ექსპრეზიდენტს  ბრალად ედება პრეზიდენტობის დროს, 2008 წლის 9 აპრილიდან 2018 წლის 9 აპრილის ჩათვლით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

 გამომცემლობის ცნობით, სერჟ სარგსიანმა 2013 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე მონაკვეთში სახელწმიფოს კუთვნილი 489,16 მილიონი დრამი მიითვისა, რაც 1 მილიონზე მეტი დოლარია.

გამოძიების ცნობით, ეს თანხა ფერმერებისთვის დიზელის საწვავის სუბსიდირებისთვის იყო განკუთვნილი. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კი იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტთან კავშირები ჰქონდა.

შეგახსენებთ, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობა  2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წელს ის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, თუმცა 10 დღეში, ანტი-სახელისუფლებო აქციების გამო, თანამდებობიდან გადადგა.