მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე გაიტანეს
მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე გაიტანეს

A+ A-

12:04 05/12/2019

პროგრამის  -  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. კერძოდ, აუქციონზე გამოტანილია   13 ათას 902 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.  ქონების საწყისი ღირებულება 1 მილონ  840 ათსი ლარია. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ  ობიექტის შესაძლოა, სასტუმროდ გარდაიქმნას. ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, სასტუმროს შექმნა ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა მოხდეს.

აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ღირებულება 1 840 000 ლარია. აუქციონი 29 ნოემბერს გაიხსნა და 13 დეკემბერს დასრულდება.