ეკლესიაში ნარკოტიკების პრობლემა ახალი არ არის - მღვდელი ანდრია სარია
ეკლესიაში ნარკოტიკების პრობლემა ახალი არ არის - მღვდელი ანდრია სარია

A+ A-

16:06 05/12/2019

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასამართლომ 10 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ათენის მთაზე მოღვაწე  ბერ-მონაზონის დაკავებას სასულიერო პირები ეხმაურებიან. როგორც მღვდელი ანდრია სარია აცხადებს, ,ნარკოტიკების პრობლემა ეკლესიაში ახალი არ არის.

"სამი წლის განმავლობაში მას კავშირი არ ჰქონდა ეპარქიასთან, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით წარგზავნილი იყო ათონის მთაზე და შემდგომ  დაბრუნდა მშენებარე  ტაძარში, რომ სამონასტრო ინსტიტუტი დაეფუძნებინა. მე რამდენადაც ვიცი, ეს პრობლემა ახალი არ არის ეკლესიაში ზოგადად და ვფიქრობ, რომ ეკლესიის ზედა რგოლში უნდა მოწესრიგდეს. სახელმწიფო ამას კარგად იყენებს იმ გაგებით, როცა ეკლესიას პრობლემა აქვს, ეკლესიის პრობლემებს ფარავს, ხოლო როცა სახელმწიფოს სჭირდება ეკლესიის დახმარება, ეკლესიაც  ეხმარება. ხელი ხელს ბანს და ორივე პირს“,  - განაცხადა მღვდელ-მონაზონმა, ანდრია სარიამ.

 შეგახსენებთ, ნარკოტიკების შენახვისთვის ბერ-მონაზონი გიორგი (გიგა) ქავთარაძე, სამართალდამცავებმა ზუგდიდში დააკავეს. მასთან ერთად კიდევ ერთი პირი. ბერ-მონაზონს ბრალი დღეს წაუყენეს.