რუსეთმა ბულგარეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა და 24-საათიანი ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად
რუსეთმა ბულგარეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა და 24-საათიანი ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად

A+ A-

16:31 05/12/2019

რუსეთი ბულგარელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის მიზეზი კი არაა, რომ ოთხი კვირის წინ ოფიციალურმა სოფიამ რუსეთის თავდაცვის ახალ ატაშეს, ჯაშუშობის სკანდალის ფონზე, ვიზა არ მისცა.

რუსეთის ხელისუფლებამ უკვე ამცნო ბულგარეთის ელჩს რუსეთში, ატანას კრასტინს, რომ დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი, 24 საათის განმავლობაში, საპასუხო ქმედების პრინციპის თანახმად. რუსეთის მედიამაც გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა ბულგარეთის დიპლომატი გამოაცხადა „პერსონა ნონ გრატად“.

ცნობისთვის, ბულგარეთმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ უარი უთხრა ხანგძლივი ვიზის მიცემაზე რუსეთის თავდაცვის ატაშეს ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც სხვა, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.

უფრო ადრე, ბულგარეთის პროკურატურამ ბრალი დასდო ნიკოლაი მანილოვს, ბულგარეთის ყოფილ კანონმდებელსა და პრორუსული ლობისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ფულის გათეთრებასა და სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემაში რუსეთში დაფუძნებული ორი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ახლო კავშირები ჰქონდათ კრემლთან და რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან.

მანილოვი ბრალდებებს უარყოფს.