ბერა ივანიშვილი ბერუკას ახალ ფოტოს აქვეყნებს
ბერა ივანიშვილი ბერუკას ახალ ფოტოს აქვეყნებს

A+ A-

21:54 05/12/2019

"ჩვენი პატარა ოჯახი მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისთვის“ -  რეპერი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა საზოგადოებას  მადლობას უხდის და  საკუთარი ახალშობილი შვილის მორიგ ფოტოს აქვეყნებს.

"ჩვენი პატარა ოჯახი მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისთვის. ჩვენთვის ყველა კომენტარი ძალიან ძვირფასია“- წერს ბერა “ინსტაგრამზე“.

შეგახსენებთ, ივანიშვილების პირველი შვილიშვილს ბერუკა დაარქვეს. ბერა ივანიშვილის მეუღელე, ნანუკა გუდავაძე საჩხერის საავადმყოფოს ექიმმა, მირანდა ჯანხოთელმა სახლში ამშობიარა, - ამის შესახებ "2020NEWS"-ს ივანიშვილების ოჯახის ახლობელმა განუცხადა. ახალშობილი ბერუკა ივანიშვილი, მილიარდერის სოლოლაკის სასახლეში 30 ნოემბერს დაიბადა.