ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

A+ A-

10:06 06/12/2019

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. თუმცა, გვარამია სუს-ში მისვლას არ აპირებს.


ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. საძაგლიშვილის თქმით, მისი დაცვისქვეშ მყოფი ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს.


უწყების ინფორმაციით, გვარამია სუსს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით, 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება მის „ფეისბუქსტატუსს“.
„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერდა ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი "უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ !” გვარამიას პოსტი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა.


ცნობისთვის, პირველ ნოემბერს პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა.
6 სექტემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.
11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, რომელიც გვარამიამ 9 სექტემბერს გადაიხადა.