“ნაციონალების“ ოცნებაა, ქვეყანა აქციებმა მოიცვას - მდინარაძე
“ნაციონალების“ ოცნებაა, ქვეყანა აქციებმა მოიცვას - მდინარაძე

A+ A-

13:37 06/12/2019

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, “ ნაციონალების“ ოცნებაა ქვეყანა აქციებმა მოიცვას. ამის შესახებ მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის ოცნებაა მთელი ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვას“, - აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა და აქციის დასრულების შემდეგ ქუთაისში გადაინაცვალა, სადაც კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, ხვალ , 7 დეკემბერს ოპოზიციამ მასშტაბური აქციაა დააანონსა.