არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება - სხვა მოდელი არ განიხილება - მდინარაძე
არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება - სხვა მოდელი არ განიხილება - მდინარაძე

A+ A-

13:40 06/12/2019

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა კომენტარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ არ იზიარებს დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას - 2020 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია მოწოდებული იყო, რათა 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო, თუმცა კანონპროექტი ჩავარდა.

მისი თქმით, მიუხედავად კანონპროექტის ჩავარდნისა, არჩევნები აქამდე არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და სხვა მოდელი არ განიხილება.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ცენტრალი ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ე.წ. ამბოხებული დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე მსჯელობდნენ. ხუნდაძის ინიციატივა გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტატული სისტემით ჩატარებას.

აღნიშნული კანონპროექტის წარსადგენად ხუნდაძე ხელმოწრებს აგროვებს.