ქუთაისში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს
ქუთაისში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს

A+ A-

14:40 06/12/2019

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში არიან შეკრებილები, კვერცხები ესროლეს.

კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ისროლეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქუთაისში მსვლელობის გამართავენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გიგა ბოერია, გიგი უგულავა და რომან გოცირიძე.