"ევროკავშირი სხვადასხვა აქტორების საშუალებით აქტიურადაა ჩართული ვაჟა გაფრინდაშვილი საქმეში"
"ევროკავშირი სხვადასხვა აქტორების საშუალებით აქტიურადაა ჩართული ვაჟა გაფრინდაშვილი საქმეში"

A+ A-

15:01 07/12/2019

ევროკავშირი სხვადასხვა აქტორების საშუალებით საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო დაკავების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს ზეწოლას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„სამწუხაროდ ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა, ეს მწვავე ვითარების ნაწილია. ვითარების, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ვხედავთ. ამიტომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამ მისი მოგვარების მცდელობა, რადგან ეს ჰუმანიტარულ და ადამიანთა უფლებების საკითხზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს“, – განაცხადა ჰარცელმა.