ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გადადგა?
ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გადადგა?

A+ A-

15:58 07/12/2019

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ საპენსიო სააგენტოში.

„თანამდებობის დატოვებასთან დაკაშირებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე ორშაბათს გააკეთებს განმარტებას“, - განუცხადეს „2020NEWS“-ს საპენსიო სააგეტოს პრესსამსახურში.

ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ექსკლუზიური ინფირმაცია „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.

ის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა. ამ დროისთვის უცნობია, სურგულაძის გადაწყვეტილების მიზეზი.

ასევე უცნობია, ვინ შეცვლის მას საპენსიო ფონდის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.