დევიდ დათუნა 120 000 დოლარიანი ბანანის ჭამის გამო კინაღამ დაიჭირეს
დევიდ დათუნა 120 000 დოლარიანი ბანანის ჭამის გამო კინაღამ დაიჭირეს

A+ A-

11:34 08/12/2019

ქართველმა ხელოვანმა, დევიდ დათუნამ, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს, მაიამის არტ ბაზელზე გამოფენილი 120 000 დოლარიანი ბანანი კედლიდან ჩამოხსნა, გაფცქვნა და კამერების წინ შეჭამა. ბანანი – ხელოვნების ნიმუში მაურისიო კატელანის ნამუშევარია და ის მუზეუმში, კედელზე წებოვანი პლასტერით იყო მიკრული.

“ერთი არტისტი ჭამს მეორეს, ეს მხიარული ამბავია.” – განაცხადა დევიდ დათუნამ და აღნიშნა, რომ პერფორმანსს “მშიერი არტისტი” ქვია.

გალერეამ ინციდენტის გამო დაცვა გამოიძახა, თუმცა დევიდ დათუნამ შემთხვევის ადგილის დატოვება მოასწრო.