კალაძე VS ინსტაგრამის მომხმარებლები
კალაძე VS ინსტაგრამის მომხმარებლები

A+ A-

12:31 08/12/2019

დედაქალაქის მერი კალა კალაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. დღე არ გავა, რომ ფეისბუქით ლაივ ჩართვები არ ჰქონდეს, ასევე აქტიურობს ინსტაგრამზეც და ხშირად დებს სხვადასხვა ფოტოებს.

ბოლო მის აქტიურობას, მომხმარებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბოლო ფოტოს ქვეშ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა კომენტარი

„ხალხს მოხედე, ყველა წამს რო ფოტოსესიებს უთმობ დროს“.

კალაძე მას გამოეხმაურა და ასე უპასუხა:

„ხო კარგი, აუცილებლად გავითვალისწინებ ძმაოოო“.

ერთ-ერთი მომხმარებელი კი, მერს ეკითხება თუ ახსოვს, მოქალაქეების მიღების დღე როდის აქვს, რაზეც კალაძე ასე პასუხობს :

„მე ხალხს ყოველდღე ვხვდები, მოქალაქეების მიღებას რაც შეეხება ხუთშაბათი, პარასკევი“.