რუსთაველის გამზირი იტალიური საახალწლო ილუმინატორებით ირთვება
რუსთაველის გამზირი იტალიური საახალწლო ილუმინატორებით ირთვება

A+ A-

12:58 08/12/2019

თბილისი 2020 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა’’ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში საახალწლო ილუმინაციების და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო.

ამჟამად, სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, „თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო განათება 25 დეკემბერს იგეგმება.


„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. მონტაჟდება ახალი განათებები და ვფიქრობ, ამ საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების შემდეგ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზად იქნება მოწყობილი. საზოგადოება თვითონ შეაფასებს, როდესაც მონტაჟის სამუშაოები დასრულდება და ქალაქი საახალწლოდ განათდება. ნაძვის ხის ანთებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, 25 დეკემბერს გავხსნათ საზეიმოდ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იქნება. ყველა მსურველს ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველზე მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფმა’’ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 8 ნოემბერს დაიწყო და პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. იტალიაში დამზადებული 25 მეტრიანი ნაძვის ხეს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, თბილისი მერი კახა კალაძე 25 დეკემბერს აანთებს. ამის შესახებ “2020NEWS“-ს თბილისის მერიაში განუცხადეს.

“საშობაო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა. რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება ცენტრალური ნაძვის ხეც, რომელიც 25 დეკემბერს განათდება. საახალწლო ლოკაცია, რესპუბლიკის მოედნის გარდა, ორბელიანის მოედანზეც მოეწყობა. თბილისის ყველა უბანი საახალწლო განათებებით გალამაზდება. 25 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში ღონისძებები იქნება, როგორც ბავშვებისთვის, ისევე მოზარდებისთვის“, -განუცხადეს სააგენტოს მერიაში.