პარიზში საყოველთაო გაფიცვა გრძელდება
პარიზში საყოველთაო გაფიცვა გრძელდება

A+ A-

17:21 08/12/2019

პარიზში საყოველთაო გაფიცვა გრძელდება. პარალიზებულია ტრანსპორტი, არ მუშაობს მეტრო და რკინიგზა, გაუქმებულია ავიარეისები, დახურულია კლინიკებისა და მაღაზიების ნაწილი.

გაფიცვაში სტუდენტები, ექიმები, პედაგოგები, მძღოლები და ე. წ. ყვითელ ჟილეტიანები მონაწილეობენ. მომიტინგეები მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.

დღეს მთავრობამ საგანგებო სხდომა დანიშნა, მაგრამ ცნობილია, რომ რეფორმის გადახედვა არ იგეგმება.