ინდოეთის ქარხანაში, სადაც ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა
ინდოეთის ქარხანაში, სადაც ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

A+ A-

10:23 09/12/2019

ინდოეთში, ნიუ დელიში მდებარე ქარხანაში, სადაც ხანძარს გუშინ 43 ადამიანი ემსხვერპლა, ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ახალი კერის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გუშინ ქარხანაში ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 43 ადამიანი ემსხვერპლა, 16 მძიმედაა დაშავებული.

ყველა დაღუპული და დაშავებული ქარხნის თანამშრომელია.

მედიის ინფორმაციით, შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.