ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პირველად ელისეის სასახლეში შეხვდებიან
ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პირველად ელისეის სასახლეში შეხვდებიან

A+ A-

11:01 09/12/2019

დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პირველი პირი, ვლადიმერ ზელენსკი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ლიდერების შეხვედრა ელისეის სასახლეში გაიმართება.

ცნობისთვის, სამწლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად, საფრანგეთში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი გაიმართება.

სამიტში მონაწილეობენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.