არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა, ის თანამდებობას დიდი ხნით ვეღარ დაიკავებს - ლია მუხაშავრია
არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა, ის თანამდებობას დიდი ხნით ვეღარ დაიკავებს - ლია მუხაშავრია

A+ A-

12:10 09/12/2019

იურისტი ლია მუხაშავრია “2020NEWS“-ს ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდის.  როგორც მუხაშავრია სააგენტოსთან აღნიშნავს, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტია “ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უცენზურო სიტყვებით მოხსენიების გამო, ბოდიში მოუხადა.

საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, კომოს ტბაზე შეწყვეტილი ვიზიტის შემდეგ, სამშობლოსკენ მომავალმა არჩილ თალაკვაძემ ათათურქის სატრანზიტო ზონაში ბიძინა ივანიშვილი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ქართველი ემიგრანტის მტკიცებით, არსებობს ჩანაწერი, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაადასტურებს.

ლია მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ ამ სკანდალური ფაქტის გახმაურების შემდეგ, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დიდი ხნით ვეღარ შეინარჩუნებს.

“ამ ქვეყანაში ყველას უსმენენ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის სატელეფონო ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მიუცუნცულებდნენ. არჩილ თალაკვაძის მხრიდან იმის უარყოფა, რომ ბიძინა ივანიშვილი “აუგად“ არ მოუხსენიებია ძალიან ცუდი საქციელი იქნებოდა. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ “აუგად“ მოხსენიების გამო, ივანიშვილს ბოდიში მოუხადა. პარტიის ლიდერმა “ცოდვა“  შეუნდო თუ არა, ეს უკვე აღარ ვიცი.

პარლამენტში არსებული გაწამაწიის პირობებში, არჩილ თალაკვაძის სკამიდან ჩამოცილება ბიძინა ივანიშილისთვის ხელსაყრელი არ არის. ამიტომ ცოტა ხნით თალაკვაძე თანამდებობას შეინარჩუნებს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თალაკვაძე მომავალში ვერცერთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს“,- განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

არჩილ თალაკვაძემ  “გურია TV“ -ის ეთერში  დასმულ კითხვაზე, შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს ? - არ უპასუხა და ჟურნალისტს უფრო სერიოზული კითხვების დასმისკენ  მოუწოდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე