ქარელში 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ცოლის ძმა დააკავეს
ქარელში 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ცოლის ძმა დააკავეს

A+ A-

12:43 09/12/2019

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დის ქმრის მკვლელობისთვის კაცი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, დამნაშავე გუშინ გვიან ღამით დააკავეს. 

დაკავებული 1996 წელს არის დაბადებული. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 22 წლის სიძე ცოლის ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე 6 დეკემბერს, სავარაუდოდ, ცულით მოკლა.