ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას ადვოკატის ბრალდებებს მტკიცებულებებით უპასუხებს
ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას ადვოკატის ბრალდებებს მტკიცებულებებით უპასუხებს

A+ A-

13:26 09/12/2019

ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე დღეს, 14:00 საათზე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან მივლენ.

როგორც “2020NEWS“ - ს ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, შეკრების მიზეზი ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას ადვოკატის მიერ გაჟღერებული პოზიციაა, რომლის მიხედვით ზაზა სარალიძე მოწმეებზე  მუქარასა და ზემოქმედებას ახორციელებდა.

„პარასკევს, დაცვის მხარის ადვოკატმა  კომენტარი გააკეთა ზაზა სარალიძის მხრიდან მუქარასთან დაკავშირებით, ასევე მან განაცხადა, რომ სარალიძე მოწმეზე ზემოქმედებას ახდენდა. ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან ჟურნალისტებს  წარვუდგენთ სქრინშოტებს და სხვა მტკიცებულებსაც“, - განაცხადა ლონდარიძემ სააგენტოსთან საუბარში.