ლიონელ მესიმ მაიამიში ფეშენებელური ბინა შეიძინა
ლიონელ მესიმ მაიამიში ფეშენებელური ბინა შეიძინა

A+ A-

13:47 09/12/2019

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ფლორიდაში უძრავი ქონების მფლობელი გახდა.

Realtor-ის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ბინა მაღალსართულიან ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსში 5 მილიონ დოლარად შეიძინა, რომელიც მაიამის რაიონ სანი აილს ბიჩზე მდებარეობს.

ცილინდრის ფორმის „კოშკს“ 60 სართული აქვს და ოკეანის სანაპიროდან 30 მეტრის მოშორებით არის აშენებული. მესის აპარტამენტები 47-ე სართულზეა განთავსებული. სულ შენობაში 132 ბინაა. თითოში არის სამი საძინებელი და ოთხი სააბაზანო. გარდა ამისა, ბინები აღჭურვილია ავტომობილებისთვის ინდივიდუალური ლიფტებით, რომლებიც ასრულებენ ადამიანის გადაადგილების ფუნქციას მანქანიდან ბინაში, პარკირებაზე გადასვლის გარეშე.