ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას “გაზპრომის“ ხელმძღვანელიც დაესწრება
ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას “გაზპრომის“ ხელმძღვანელიც დაესწრება

A+ A-

14:15 09/12/2019

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალესანდრ ნოვაკი დაესწრებიან.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა მინსკის შეთანხმება იქნებოდა და შეხვედრაზე ბუნებრივი აირის საკითხს არ განიხილავდნენ. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. ვლადიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს დღეს პირველად პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.