ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

A+ A-

14:38 09/12/2019

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლები სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიური სესია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციას მართავენ.

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებენ.

მოძრაობის წევრები სასტუმროსთან პლაკატებითა და სიმბოლურად საარჩევნო ყუთით არიან მისულები. ისინი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას დისკომფორტს იქამდე შეუქმნიან, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.