ზემილხან ხანგოშვილი სასტიკი და სისხლიანი ადამიანი - ვლადიმერ პუტინი
ზემილხან ხანგოშვილი სასტიკი და სისხლიანი ადამიანი - ვლადიმერ პუტინი

A+ A-

10:44 10/12/2019

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პარიზში, სამიტზე განაცხადა, რომ გერმანიაში მოკლული,  საქართველოს მოქალაქე ზემილხან ხანგოშვილი  მოსკოვის  ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

„ეს ადამიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიაში სეპარატისტები მხარეს...იმყოფებოდა ძებნაში და იყო ბოევიკი. ამასთან ძალიან სასტიკი და სისხლიანი ადამიანი. ერთ-ერთი „აქციის“ შემდეგ, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, 98 ადამიანი დაიღუპა. ის მოსკოვის მეტროს აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მათმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანიას, რათა „ეს ბანდიტი“  რუსეთისთვის გადაეცათ, თუმცა უშედეგოდ. ბერლინმა  ეს არ შეასრულა. 40 წლის ზემილხან  ხანგოშვილი  რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა  ჩეჩნეთის მეორე  ომში, იყო ქვედანაყოფის მეთაური. ის ჩეჩნეთის („იჩქერიის“) თვითგამოცხადებული  რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან  დაახლოებული პირი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი  ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ  მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა. ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ  ხანგოშვილის მკვლელობაზე ინფორმაციას არ ფლობს.