დავით ბეჟუაშვილმა „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“ “ჯეო ჰოსპიტალი“ იყიდა
დავით  ბეჟუაშვილმა  „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“  “ჯეო ჰოსპიტალი“ იყიდა

A+ A-

11:38 10/12/2019

ყოფილმა პარლამენტარმა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ბეჟუაშვილმა გურჯაანში სამედიცინო დაწესებულება “ჯეო ჰოსპიტალი“ იყიდა. ბეჟუაშვილმა “ჯეო ჰოსპიტალი“ “ ჯიპიაი ჰოლდინგისგან“ შეიძინა.

კომპანის ინფორმაციით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას გააგრძელებს.

 ცნობისთვის, „ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაფუძნდა. სულ 17 კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოს 5 რეგიონში, მათი მშენებლობა 2010-2011 წლებში განხორციელდა.