“2020NEWS”-ის ინფორმაცია გამართლდა - „მეოცნებე“ ერქვანიამ მოსამართლეების გამო, უმრავლესობა დატოვა
“2020NEWS”-ის ინფორმაცია გამართლდა  -  „მეოცნებე“ ერქვანიამ მოსამართლეების გამო, უმრავლესობა დატოვა

A+ A-

14:16 10/12/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.  მან გადადომის მიზეზების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით, არც ერქვანიას დაუსახელებია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაწყვეტილება 12 დეკემბერს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის თემას უკავშირდება.

“2020NEWS” უკვე წერდა, რომ „ოცნების“ წევრი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში  უვადოდ განმწესებას მხარს არ უჭერდა.

სააგენტოს მაშინდელი ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატი მმართველ პარტიას მას შემდეგ დატოვებდა, რაც “ქართული ოცნება“ თანამდებობებზე მოსამართლეების 20-კაციან სიას მთლიანად, ან შემადგენლობის ნაწილს განამწესებდა. “2020NEWS”-ის  ინფორმაცია გამართლდა და ერქვანიამ 12 დეკემბრამდე, ანუ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღემდე უმრავლესობა დატოვა.